כתבות באותו הנושא მარიამ ელიეშვილი ისრაელში
მარიამ ელიეშვილი ისრაელში
მარიამ ელიეშვილი ისრაელში
მარიამი ისრაელში
საქარ Elbit Cyclone ისრაელის კომპანია
საქარ Elbit Cyclone ისრაელის კომპანია
საიდან შემოდის ყველაზე მეტი ფული საქართვ
300 არაგველი
გიორგი მარგველაშვილი - ისრაელთან ძალიან
რატომ აირჩია ღმერთმა ებრაელები?

300 არაგველი

מישה - 25/04/2015

300 არაგველი ორასი წლის წინათ მეფობდა მეფე ერეკლე. სპარსეთის ხელმწიფემ მოსთხოვა მას ეცნო ის მეფეთა-მეფედ და ხარჯი ეძლია. მეფე ერეკლემ ცივი უარი შეუთვალა. სპარსეთის ხელმწიფემ შეჰკრიბა დიდძალი ჯარი და სწრაფად მოადგა თბილისსა. მეფე ერეკლემ მხოლოდ მცირეოდენი ჯარის მოგროვება მოასწრო. სპარსელები ერთი ოცად მეტნი იყვნენ ქართველებზე. ქართველ ჯარში ერია ერთი რაზმი, რომელიც შესდგებოდა სამასი ფშავ-ხევსურის და არაგვის-პირელი გლეხისაგან. ომის დაწყების წინ ამ რაზმის მეომართ შეჰფიცეს ერთმანეთს: „თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდესო; ან გამარჯვება მტერზე და ან სიკვდილი ბრძოლის ველზეო“. ეს ვაჟკაცური ფიცი ვაჟკაცურადვე შეასრულეს ჩვენმა რაზმელებმა. როცა აუარება სპარსელებმა სძლიეს პატარა ქართველ ჯარს, არცერთმა რაზმელმა მტერს ზურგი არ უჩვენა, არცერთი არ შეუშინდა სიკვდილსა, ყველანი ებრძოდნენ მტერს უკანასკნელის სისხლის წვეთამდინ და თავისი გმირული სული ყველამ ბრძოლის ველზე დალია, თბილისის ქვემოთ, კრწანისის ველზე. იაკობ გოგებაშვილი