כתבות באותו הנושא მარიამ ელიეშვილი ისრაელში
მარიამი ისრაელში
საქარ Elbit Cyclone ისრაელის კომპანია
საქარ Elbit Cyclone ისრაელის კომპანია
საიდან შემოდის ყველაზე მეტი ფული საქართვ
300 არაგველი
გიორგი მარგველაშვილი - ისრაელთან ძალიან
რატომ აირჩია ღმერთმა ებრაელები?
ბორის გამოპონოვის ძეგლს ხელი აქვს მოტეხი
მორის ჯანაშვილის „ვარკვლავის“ გახსნა

საიდან შემოდის ყველაზე მეტი ფული საქართვ

מישה - 25/04/2015

რომელი ქვეყნებიდან ხორციელდება საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი? ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 75.5 მილიონი ამერიკული დოლარი, ანუ 146,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 23 მლნ აშშ დოლარით (44.6 მლნ ლარით), ანუ 23.3 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მთლიანობაში, 2014 წელს 36 მილიონი ამერიკული დოლარით არის შემცირებული გადმორიცხვების რაოდენობა 2013 წელთან შედარებით. 2010 წლიდან მოყოლებული დღემდე არსებული გზავნილების მოცულობას თუ გადავხედავთ, რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, აშშ, თურქეთი, უკრაინა, ისრაელი, გერმანია, ესპანეთი და აზერბაიჯანი ლიდერობენ, რაც, სავარაუდოდ, ამ ქვეყნებში ბევრი ქართველი ემიგრანტის ყოფნით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ გარკვეული ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა შემცირდა, ნაწილი კი გაიზარდა.