כתבות באותו הנושא მარიამ ელიეშვილი ისრაელში
მარიამი ისრაელში
საქარ Elbit Cyclone ისრაელის კომპანია
საქარ Elbit Cyclone ისრაელის კომპანია
საიდან შემოდის ყველაზე მეტი ფული საქართვ
300 არაგველი
გიორგი მარგველაშვილი - ისრაელთან ძალიან
რატომ აირჩია ღმერთმა ებრაელები?
ბორის გამოპონოვის ძეგლს ხელი აქვს მოტეხი
მორის ჯანაშვილის „ვარკვლავის“ გახსნა

საქარ Elbit Cyclone ისრაელის კომპანია

מישה - 25/04/2015

საქართველოში თვითმფინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება საქართველოს მთავრობას სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე ისრაელის კომპანია ELBIT Systems-ის შვილობილი Elbit Cyclone შემოჰყავს. ELBIT Systems-ს საქართველოს მთავრობასთან 2011 წელს სასამართლო დავა ჰქონდა. რატომ და რა პირობებით შემოდის ეს კომპანია საქართველოში? - “ნეტგაზეთის” კითხვებს "საპარტნიორო ფონდის" დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ უპასუხა: საპარტნიორო ფონდმა გასულ კვირას ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ხელი მოაწერა წარმოების სექტორში ახალი მაღალტექნოლოგიური პროექტის ჩარჩო-ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას. რა პრინციპით მოხდა ამ კომპანიის შერჩევა? საპარტნიორო ფონდში, ზოგადად, პროექტების უმეტესობა შემოდის კერძო სექტორის ინიციატივით, შემდეგ ხდება ინვესტორების მიერ წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმების განხილვა და მოლაპარაკება. პოზიტიური გადაწყვეტილების შემთხვევაში, კონკრეტულ პროქტს განიხილავს ფონდის სამეთვალყურეო საბჭო. საბჭოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, პროექტის განხორციელება იწყება. ასეთია ზოგადი პროცედურა. სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის პროექტის შემთხვევაში ამ პროცედურით ვიხელმძღვანელეთ. ვისი იდეა იყო პროექტის განხორციელება და თუ ჰყავდა ამ კომპანიას კონკურენტები? 2013 წლის გაზაფხულზე Elbit Cyclone-მა თავად მიმართა საპარტნიორო ფონდს ერთობლივი საწარმოს შექმნის ინიციატივით. 2 წლის მანძილზე ხდებოდა პროექტის დეტალური განხილვა ფონდში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ბანკებთან და პროექტის სტრუქტურურებთან. ამ პერიოდში რაიმე ანალოგიური კონკურენტული ინიციატივა საპარტნიორო ფონდში არ შემოსულა. თუმცა ცოტა რთულია საუბარი რეალურ კონკურენციაზე ამ პროექტთან მიმართებაში, რადგან საქმე ეხება მაღალტექნოლოგიურ დარგს, რომელიც საქართველოში ჯერ არ არის განვითარებული. ELBIT Systems (რომლის შვილობილი კომპანიაა სამოქალაქო ავიაციის მწარმოებელი Elbit Cyclone) საერთაშორისო ბაზარზე 1967 წლიდან არსებობს და მსოფლიო მასშტაბით კონკურენტი მართლაც ბევრი ჰყავს. ასეთები არიან Boeing-ის, Airbus-ის, Bombardier-ის მიერ სერტიფიცირებული მწარმოებლები. სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი კომპანიები დღეის მდგომარეობით არ არსებობს. საპარტნიორო ფონდმა განაცხადა, რომ ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. თუ არის სტრატეგია და ბიზნეს-გეგმა, რა ნიშას დაიკავებს ეს საწარმო და რა მოგებას მიიღებს ქვეყანა? Elbit Cyclone-ის შემოსვლა არის მომგებიანი ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველოში გადმოაქვს ბოინგთან და ავიამშენებლობის სხვა გიგანტებთან უკვე მოქმედი კონტრაქტები, რომლითაც დღეს საზღვარგარეთ არსებულ თავის ქარხნებში ნაწარმოებ პროდუქციას უკვე აწვდის. ვინაიდან პროგნოზის მიხედვით სამოქალაქო თვითმფრინავების ბაზარი მსოფლიოში ძალიან სწარაფად იზრდება (მაგალითად, Airbus-ის და Boeing-ის კვლევებით 2035 წლამდე ეს ბაზარი გაორმაგდება), Elbit Cyclone-ს აღარ ყოფნის დღეს მოქმედი საკუთარი საწარმოო ბაზა და აპირებს მის გაფართოებას საქართველოში (მას, ასევე, აქვს ქარხნები ისრაელში, აშშ-ი, რუმინეთში). ჩვენი ერთობლივი საწარმოს სტრატეგია იქნება უახლოეს ერთ წელიწადში გაყიდვების დაწყება და როგორც Elbit Cyclone-ს მოქმედი კონტრაქტებით სარგებლობა, ასევე, ავიაციის გიგანტებთან ახალი კონტრაქტების გაფორმებაც. გარდა საექსპორტო შემოსავლისა, ეს პროექტი ქვეყანას აძლევს საშუალებას, პირველად შევიდეთ მაღალტექნოლოგიური საავიაციო წარმოების მსოფლიო ბაზარზე და საქართველო გაჩდეს მათ რუკაზე. გარდა ამისა, ეს პროექტი სტიმული გახდება სხვა მაღალტექნოლოგიური ბრენდებისთვის, შემოვიდნენ საქართველოში, რომ არაფერი ვთქვათ დასაქმებაზე (საწარმოში 300 ადამიანი დასაქმდება, რომელთაც ისრაელიდან ჩამოსული მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეცაილისტები გადაამზადებენ), საქართველოში გაჩდება ახალი ტექნოლოგიების მცოდნე ახალი კადრები. საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს განაცხადა, რომ ისრაელიდან ნაყიდი უპილოტო საფრენი აპარატების სამართავი კოდები 2008 წელს რუსეთის ხელში საეჭვო ვითარებაში აღმოჩნდა, სწორედ ამის გამო დაიწყო საქართველომ საკუთარი საომარი ტექნიკის დამზადება. მაშინ საქართველოს მთავრობას ამ სერვისზე ხელშეკრულება ELBIT Systems -თან ჰქონდა. როცა კომპანიის რეპუტაცია საეჭვო იყო, რატომ გაკეთდა მასზე არჩევანი? პირველ რიგში, უნდა მკაფიოდ ითქვას, რომ საპარტნიორო ფონდის პროექტი მოიცავს მხოლოდ ექსკლუზიურად სამოქალაქო ავიაციის სექტორს და ჩვენი პარტნიორი მასში არის ასევე სამოქალაქო თვითმფრინავმშენებლობაზე პროფილირებული კომპანია Elbit Cyclone-ი. ხოლო რაც შეეხება კითხვაში ნახსენებ მის დედა კომპანიას ELBIT Systems, ის არის მყარი, მრავალწლიანი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანია, რომელიც აწვდის თავდაცვით სისტემებს აშშ-ის, კანადის, გაერთანებული სამეფოს და სხვა წამყვანი ქვეყნების მთავრობებს. 2007-2008 წლებში მან ასევე მიაწოდა გარკვეული სამხედრო აღჭურვილობა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას. თუმცა, როგორც ვიცით, ELBIT-ის მიმართ საკონტრაქტო ვალდებულებების დარღვევის გამო კომპანიამ სარჩელი შეიტანა გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სასამართლოში. 2011 წელს დავა საბოლოოდ მხარეთა მორიგებით დასრულდა და საქართველოს იმდროინდელ მთავრობას მოუხდა ELBIT-ისთვის 35 მლნ აშშ დოლარის კომპენსაციის გადახდა და ასევე სამხედრო ტექნიკის უკან დაბრუნება, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ქართული მხარის მიერ კომპანიის წინააღმდეგ წარდგენილი კონტრბრალდებები (თუ ასეთები არსებობდა) ვერ აღმოჩნდა საკმარისად დამაჯერებელი ბრიტანული სასამართლოსთვის. ამჟამად არც ELBIT Systems-ს და არც მის სისტემაში შემავალ სხვა კომპანიას არ გააჩნია რაიმე პრეტენზიები საქართველოს რომელიმე სუბიექტის მიმართ და არც რაიმე მიმდინარე სასამართლო დავა. მისასალმებელია, რომ წინა პერიოდში გართულებული ურთიერთობების მიუხედავად, ამჟამად კომპანიას აღუდგა ნდობა საქართველოსადმი და ის დაბრუნდა ჩვენს ქვეყანაში, როგორც სერიოზული ინვესტორი. საპარტნიორო ფონდის წილობრივი მონაწილეობა ამ პროექტში რამდენი პროცენტი იქნება და თუ მოახდენს ინვესტირებას სახელმწიფო ფონდი? პროექტში საპარტნიორო ფონდის წილობრივი მონაწილეობა არის 33%, ასეთივე წილობრივი თანაფარდობით შედის პროექტის კაპიტალში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და თავად ELBIT CYCLONE. რომელი ქვეყნები იქნებიან ამ ქარხნის ნაწარმის პოტენციური მომხმარებლები? ახალი საწარმო, რომელიც იქნება ისრაელში, ქალაქ ჰაიფაში, Elbit Cyclone-ის ქარხნის ანალოგი, გამოუშვებს პროდუქციას ELBIT SYSTEMS-CYCLONE-ის ბრენდის ქვეშ და მის მიერ წარმოებული საავიაციო თვითმფრინავების ნაწილები განკუთვნილი იქნება მსოფლიოში ცნობილი თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Boeing, Airbus, Bombardier და სხვა. ეს გახლავთ საერთაშორისო კომპანიები და ამდენად, მიწოდება განხორციელდება ევროპის და აშშ-ის კონტინენტის მრავალი ქვეყნის მიმართულებით. რაც შეეხება ELBIT SYSTEMS-CYCLONE-ის წარმომადგენლობას, სავარაუდოდ, თვენახევარში მათ ექნებათ ოფისი თბილისში.